სალომე ზურაბიშვილი: გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ ბრიტანეთის დედოფლისა და ბრიტანელი ხალხის წინაშე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს.
ამის შესახებ პრეზიდენტი ,,ტვიტერში” წერს.
,,გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ ბრიტანეთის დედოფლისა და ბრიტანელი ხალხის წინაშე, რომლებმაც არაჩვეულებრივი მსახური დაკარგეს.
ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალება დიდ მწუხარებად მოევლინა საქართველოსაც. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ბრიტანეთს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.