არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურაა, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურაა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, არის სწორი გზავნილი.
,,ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურაა, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი და პოლიტიკური პირი, პარტიული დღის წესრიგის მიღმა და ამ დღის წესრიგზე მაღლა დგას.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილსა და ძალისხმევას, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად და პარტიები ჩაერთონ ამ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. პრეზიდენტის გზავნილი, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, არის სწორი გზავნილი. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ასეთი შეთანხმება მოხდეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის განცხადებები გვესმის და, როგორც ჩანს, ისინი უბრუნდებიან „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.