არჩილ თალაკვაძე: ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო ქალბატონი პრეზიდენტი და მან გააკეთა აქცენტი უკრაინასთან მიმართებითაც
“ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო ქალბატონი პრეზიდენტი და მან გააკეთა აქცენტი უკრაინასთან მიმართებითაც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მოხსენებით სწორედ 9 აპრილს წარდგა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ ყოველწლიური მოხსენება სწორედ დღეს, 9 აპრილს წარადგინა საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო ქალბატონი პრეზიდენტი, ეს არის: დეოკუპაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, შეთანხმებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებლობა, პანდემიის მართვა და ვაქცინაციის მნიშვნელობა, ეკონომიკის აღდგენისა და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის საკითხები. გარდა ამისა, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი უკრაინასთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.