დავით ზალკალიანი: უნდა მოხდეს შეთანხმება, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა შესული იყოს ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მმართველი გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს.

„უნდა მოხდეს შეთანხმება, რადგან, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა შესული იყოს ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა. ეს ვერ იქნება დაძლეული შიდა კონსოლიდაციისა და პრობლემების ქუჩიდან პარლამენტში გადატანის გარეშე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები