სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს პარლამენტში დღეს წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში გასული წლის ანგარიშს წარადგენს.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 12:00 საათზე წარდგება.

„პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები