თამარ გაბუნია: შესაძლებელია, მესამე ტალღის აცილება მოხერხდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინდივიდურ დონეზე და ბიზნესგარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია, მესამე ტალღის აცილება მოხერხდეს.

„რა თქმა უნდა, რისკები მესამე ტალღის არსებობს. თუმცა, ჯერჯერობით, ვფიქრობთ, რომ ინდივიდურ დონეზე და ბიზნესგარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია, მოხერხდეს შეკავება შემდგომი გავრცელების, რაც თავიდან აგვაცილებს მესამე ტალღას. რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია. პირბადეების მომხმარების მაჩვენებელი რომ დაბალია, ამასთან დაკავშირებით მონაცემები არსებობს. სამწუხაროდ, შრომის ინსპექტირების სამსახურს უხდება არაერთი დარღვევის დაფიქსირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები