ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო.

მორიგი სხდომა 13 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. ერთ-ერთი შუამდგომლობა ეხებოდა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიას დასწრებას.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები