Bloomberg: აშშ მზად არის, რუსეთის აგრესიულ ქმედებას უპასუხოს

“აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის მხრიდან მტრული ქმედებების შესახებ საჭირო მტკიცებულებები მოიპოვა და ახლა შესაძლო საპასუხო ზომას განიხილავს, როგორიც არის დიპლომატების გაძევება”, – ამის შესახებ Bloomberg-ი თეთრ სახლში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

მტრული ქმედებების მიღმა დასახელებულია აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, ასევე, ჰაკერული თავდასხმა, რომელსაც უწოდებენ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სახიფათოს.

შესაძლოა, საპასუხო ნაბიჯებს შორის იყოს ასევე სანქციები, რუსი ჯაშუშების გაძევება, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ.

აღინიშნება, რომ რუსეთის მტრული ქმედებების ანალიზის მომზადება ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მუშაობის პირველივე დღეს გასცა. გამოძიება ოთხი მიმართულებით მიმდინარეობდა: ჰაკერული თავდასხმა, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიმართ მტრული ქმედება, არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის მოწამვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები