ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადი მმართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის, ერთგვარი ლაკმუსის ტესტია
“ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით 2024 წლის განაცხადი მმართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის, ერთგვარი ლაკმუსის ტესტია. საქართველოს ამ ტესტის გასავლელად სჭირდება, პირველ ყოვლისა, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგებიან, ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება.
“ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით 2024 წლის განაცხადი მმართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის, ერთგვარი ლაკმუსის ტესტია. საქართველოს ამ ტესტის გასავლელად სჭირდება, პირველ ყოვლისა, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგებიან, ეს არ იქნება საქართველოსთვის კარგი. აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და რეფორმების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტეგრაციის პროცესი გაჭიანურდება. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მართებს, მეტი სერიოზულობით მიუდგნენ საკითხს”, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.