სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.­

„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას, ვინც მომიკითხა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულ პრემიერმინისტრთან კონტაქტის გამო 6 აპრილს გადავიდა.

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები