მიხეილ სარჯველაძე: იმის მოლოდინის საფუძველი არ არის, რომ გახარიას პარტიის მიღმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს
იმის მოლოდინის საფუძველი არ არის, რომ გახარიას პარტიის მიღმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
„პოლიტიკაში გახარიას დაბრუნებით რაიმე დიდი ფრაგმენტაცია ხელისუფლებაში და ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ზოგადად, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა შეიძლება, ითვალისწინებდეს იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა ან რამდენიმე წევრმა, ან რამდენიმე ათეულმა წევრმა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიაში გადაინაცვლოს. ეს ჰიპოტეტური შესაძლებლობაა, რომელსაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ, ალბათ მოსალოდნელიც არის. იმის მოლოდინის საფუძველი არ არის, რომ გახარიას პარტიის მიღმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის პოლიტიკიდან გადის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.