დავით სერგეენკო: არ ვიცი, რა უნდა მოხდეს და კიდევ ვინ უნდა უთხრას ამ ადამიანებს, რომ ამომრჩევლის ნება შეასრულონ
“არ ვიცი, რა უნდა მოხდეს და კიდევ ვინ უნდა უთხრას ამ ადამიანებს, რომ ამომრჩევლის ნება შეასრულონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ დანიელსონის მედიაციით მომზადდა პლაცდარმი, საფუძველია იმისათვის, რომ მოლაპარაკებებმა პროგრესი განიცადოს.
„მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც აქამდე იყო ჯერ ფასილიტაციით, შემდეგ – მედიაციით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და, ჩემი აზრით, მომზადდა პლაცდარმი, საფუძველი იმისათვის, რომ მოლაპარაკებებმა პროგრესი განიცადოს. საერთაშორისო ინსტიტუციები, პარტნიორი ქვეყნები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ალბათ, ბოლო კვლევა კიდევ ერთი დადასტურება იყო ამ პოზიციის. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს და კიდევ ვინ უნდა უთხრას ამ ადამიანებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ნება შეასრულონ“, – განაცხადა სერგეენკომ.