შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევით არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროტესტებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევას გამოეხმაურა.
„IRI-ის კვლევით არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროტესტებენ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
„IRI-ის გუშინ გამოქვეყნებული კვლევაც კი ადასტურებს სამ რამეს: ბოიკოტმა „ქართული ოცნება“ გააძლიერა, „ლელომ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებებით თავი გაინადგურა, არჩევნების შედეგები უკვე მეთხუთმეტეჯერ დადასტურდა და რას აპროტესტებენ, რას? „ქართული ოცნება“: 50% (+2) „ნაციონალური მოძრაობა“: 26% (-1) „სტრატეგია აღმაშენებელი“: 4% (+1) „ევროპული საქართველო“: 4% „პატრიოტთა ალიანსი“: 3% „გირჩი“: 3% „მოქალაქეები“: 3% (+2) „ლეიბორისტული პარტია“: 3% (+2) „ლელო“: 1% (-2) +/- 2020 წლის არჩევნებთან შედარებით“, – წერს პაპუაშვილი.