სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადი –  მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები