აშშ-მა თურქეთს რუსეთთან თანამშრომლობისთვის სანქციები დაუწესა

აშშ-მა თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებასა და ოთხ ჩინოვნიკს რუსეთის თავდაცვით სექტორთან თანამშრომლობისთვის სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ გამოცემაში – ფედერალურ რეგისტრში.

სანქციები ძალაში 7 აპრილიდან შედის.

ინფორმაციის თანახმად, სანქციები შეეხო თავდაცვითი ინდუსტრიის სამმართველო SSB-სა და მასში მომუშავე ოთხ ჩინოვნიკს, მათ შორის, უწყების ხელმძღვანელ ისმაილ დემირს.

SSB-სთვის სანქციები ნიშნავს ამერიკული ექსპორტის აკრძალვას, ასევე, ამ ორგანიზაციისთვის 10 მილიონზე მეტი ოდენობის კრედიტის გამოყოფას.

ჩინოვნიკებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ, ასევე, აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ნაპოვნი მათი აქტივები იქნება გაყინული, ამერიკელებს კი მათთან რაიმე სახის ტრანზაქციები ექნებათ აკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები