რა ნაბიჯებს გადიხართ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

“რა ნაბიჯებს გადიხართ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის”, – ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.

“დაჯავშნეთ ვიზიტი booking.moh.gov.ge სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხადდით 10 წუთით ადრე.

რეგისტრაციას შემდეგ აცრის კაბინეტში გაივლით ექიმთან კონსულტაციას.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ გადმოგეცემათ აცრის ბარათი.

ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით 30-45 წუთი დაყოვნდებით სამედიცინო პირის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვაქცინაციას შესაძლოა, თან ახლდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენები გაწუხებთ ან არ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ოჯახის ექიმს  ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 15 22.

ვაქცინაცია თქვენი სამოქალაქო უფლებაა. გამოიყენეთ ეს უფლება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ პორტალს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები