დავით სერგეენკო: ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, სწორი იყო
“ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, სწორი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არ იცის.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოისმინონ მათი არგუმენტაცია, დასაბუთება და გაითვალისწინონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„ასე წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს მათ მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა სერგეენკომ.