“მოქალაქეებს ნუ შევაყრით ნაცარს თვალში და ნუ დავარწმუნებთ იმაში, რომ თითქოს ვადამდელი არჩევნები გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან”

“მოქალაქეებს ნუ შევაყრით ნაცარს თვალში და ნუ დავარწმუნებთ იმაში, რომ თითქოს ვადამდელი არჩევნები გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის საკითხი, რომელიც, რეალურად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესშია.

„რეალურად, მოქალაქეებს ნუ შევაყრით ნაცარს თვალში და ნუ დავარწმუნებთ იმაში, რომ თითქოს და გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან, მათი პრობლემების გადაწყვეტისთვის, ის – რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. ეს არის მოსახლეობის მოტყუება. ამაზე პედალირება არ შეიძლება, რადგან ეს არ არის ის საკითხი, რომელიც, რეალურად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესშია. ეს არის გარკვეული პარტიებისთვის სასურველი რელობა, მაგრამ არამც და არამც – მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები