დავით კირკიტაძე: მოლაპარაკების დროს ყველა მხარე უნდა იქცეოდეს ადეკვატურად
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, დიალოგის შესაძლებლობა იქნება, თუ მხარეები ადეკვატურად მოიქცევიან.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
“კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოსვლას. იმასაც, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ. თუმცა, მოლაპარაკების დროს ყველა მხარე უნდა იქცეოდეს ადეკვატურად. საქართველოს თითოეული მოქალაქის ნება და სურვილია, რომ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომელიც განტვირთავს პოლიტიკურ ვითარებას”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.