ბაიდენმა ზელენსკის რუსული აგრესიის ფონზე, მხარდაჭერა დაუდასტურა – რაზე ისაუბრეს ლიდერებმა

აშშ-ის პრეზიენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელიც უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის ზრდის ინფორმაციის ფონზე შედგა.

ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. აღინიშნება, რომ ბაიდენმა საუბარში დაადასტურა ვაშინგტონის “ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე”.

“მან ხაზი გაუსვა საკუთარი ადმინისტრაციის ვალდებულებას, აღადგინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და რეფორმების პროგრამის რეალიზებას გულისხმობს, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს, და რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინელი ხალხის სამართლიანობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ. მათ ასევე განიხილეს აშშ-სა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა COVID-19 პანდემიის შესაკავებლად და რეგიონში დემოკრატიის განსამტკიცებლად”,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მედია აღნიშნავს, რომ ბაიდენის და ზელენსკის საუბარი 30-40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები