საქართველო ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას ხვალ მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, 3 აპრილს საქართველო ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.

„ხვალ საქართველო მიიღებს ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას. ევროპის ქვეყნებში „სინოფარმს“ იყენებს უნგრეთი და აღიარებული უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2, +8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა, რაც „ასტრაზენეკასთვის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, პირველ ყოვლისა და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნას“ ბევრი ქვეყანა იყენებს და არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ჯანმო-ს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „მოდერნა“. ეს სამი დაწინაურებული ვაქცინაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა, ავტორიზაცია ჯანმო-ს მათთვის ჯერ არ მიუცია. იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს „სინოფარმი“, ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის “ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები