სერგო ჩიხლაძე: ევროპარლამენტარები პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა, ამ გზავნილში ნათლად ჩანს, რომ უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა

“ევროპარლამენტარები პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა ამ გზავნილში ნათლად ჩანს, რომ უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის.

„ევროპარლამენტარების განცხადებაში ვნახეთ, რომ პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ, თუმცა, ამ გზავნილში ნათლად ჩანს, რომ უპირატესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა.

მე პირადად ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ უფრო მეტი ზეწოლა, უფრო მეტი წნეხი უნდა მოგვეხდინა „ქართული ოცნებაზე“, რათა მას ხელი არ ეკრა მოლაპარაკებებისთვის. ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის, ამისთვის კი ოპოზიციას მეტი მუშაობა გვმართებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ევროპარლამენტარები გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები