ისრაელი მოსახლეობის ვაქცინაციას ამთავრებს – საავადმყოფოებში კოვიდგანყოფილებები იხურება

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების პარალელურად, საავადმყოფოებში კოვიდგანყოფილებები იხურება.​

ინფორმაციას Ynet-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრებამდე დაეცა, ზოგიერთ საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ ბოლო დღეებში კოვიდპაციენტები საერთოდ არ მიუღიათ. მაგალითად, 30 მარტს ხაიფის კამპუსს ახალი პაციენტები არ მიუღია – მაშინ, როდესაც წინა თვეებში საშუალოდ ყოველდღიურად 15 ინფიცირებულს იღებდა.

ანალოგიური ვითარებაა მეირა კფარ-სავას სამედიცინო ცენტრში, სადაც ასევე რამდენიმე დღეა, პაციენტები არ მოუთავსებიათ.

იერუსალიმში მდებარე, ხადასის სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, რომ 29 მარტს მათთან მხოლოდ სამი ახალი ინფიცირებული დარეგისტრირდა – მაშინ, როდესაც პანდემიის პერიოდში ქალაქის ყველაზე დატვირთული სამკურნალო დაწესებულება იყო, სადაც კოვიდგანყოფილებაში 140-ზე მეტი პაციენტიც კი იყო მოთავსებული ერთდროულად.

გასული წლის დეკემბერში ისრაელმა ვაქცინაციის აქტიური კამპანია დაიწყო და ამ დროისთვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილია, რამაც ინფიცირების კლება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები