ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც ,,კვირას” სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, დილით, 10:00 საათზე მამაკაცი მატარებლის ვაგონიდან გამოვიდა, ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ.