პაატა იმნაძე: ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, „ბრიტანული შტამი“ ფართოდ არ ცირკულირებს.
„ბრიტანული შტამის“ საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი – 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც „სამხრეთ აფრიკული“ შტამი, არც „ბრაზილიური შტამი“ ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება“, – აცხადებს იმნაძე.