იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა და ვუსურვო წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძე შეცვალა, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.