გიგა მაქარაშვილი ადასტურებს, რომ პოზნერის გადაადგილების შესახებ განრიგი ნამდვილად გაავრცელა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა

ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში განრიგი გამოაქვეყნა, სადაც პოზნერის მასპინძლებზე, გადაადგილების განრიგზე იყო საუბარი. მაქარაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია მალევე წაშალა.

გავარკვიეთ, რომ მაქარაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მალევე წაშალა, სიმართლეს შეეფერებოდა, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა დაგვიდასტურა.

„ჩვენ გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდით კითხვით, თუ საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, რაზეც მაქარაშვილი პასუხობს, რომ განრიგი ნამდვილად გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, გავრცელდა და წაშლის მიზეზად კი ასახელებს იმას, რომ შესაძლოა, ეს ინფორმაცია მცდარი ყოფილიყო.

წყარო: PIA.GE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები