სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციის წარმომადგენლებს იმ სასტუმროსთან მისვლისკენ მოუწოდებენ, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება

სასტუმროსთან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სამართალდამცველები მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სასტუმროსთან მისვლისკენ მოუწოდებენ.

როგორც აქიციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, “სირცხვილიას” წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლაშა ჯოხაძეს დაურეკეს, რომ კერძო საკუთრებას ეხებოდნენ. ამასთან, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა მემანიშვილი აღნიშნავს, ისინი საასტუმროში შესვლას და “სიტუაციის გარკვევას აპირებენ”.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მიმართავენ, რომ რუსი ჟურნალისტი სასტუმროდან გაიყვანონ და ქვეყანა დაატოვებინონ.

“რუსი ღორები საქართველოში ვერ იქეიფებენ, რუსმა ღორებმა საქართველო დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები