მოლდოვაში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს
მოლდოველმა დეპუტატებმა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, 60 დღით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.
როგორც პარლამენტის სპიკერმა ზინაიდან გრეჩანმა თქვა, რეჟიმი პირველი აპრილიდან 30 მაისამდე იქნება ძალაში.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი თხოვნით ქვეყნის მთავრობამ მიმართა.
თებერვლის ბოლოს მოლდოვის წამლების მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა დაამტკიცა: Pfizer-ის, AstraZeneca-სა და რუსული “Спутник V”-ის.
ამჟამად ვაქცინაცია პირველი ორი პრეპარატით ტარდება.