Pfizer-ის ვაქცინამ მოზარდებში 100%-იანი ეფექტურობა გამოავლინა

კომპანია BioNTech/Pfizer-მა საკუთარი ვაქცინის მესამე ფაზის ცდები 12-15 წლის მოზარდებზე ჩაატარა და განაცხადა, რომ პრეპარატმა 100%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

 

Forbes-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ჯგუფის მოზარდებში ბევრად მდგრადი იმუნიტეტი გამოვლინდა, ვიდრე – 16-25 წლის ადამიანებში. კვლევაში 2 260 მოზარდი მონაწილეობდა.

 

Pfizer-ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ მონაცემებს აშშ-ის წამლების სააგენტოს წარუდგენენ, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ყველა მარეგულირებელ ორგანოს, რომ მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე რეგულატორებმა მოსახლეობის ამ ჯგუფის აცრის ნებართვა გასცენ.

 

ამჟამად, აშშ-ში ნებადართულია მხოლოდ 16 წელს ზემოთ პირთა აცრა. ამასთანავე, მოსახლეობის თითქმის 20%-ს ბავშვები შეადგენენ, ამიტომ, მათ ვაქცინაციას პანდემიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
​რამდენიმე დღის წინ BioNTech/Pfizer-ში განაცხადეს, რომ იწყებენ კლინიკურ ცდებს ბავშვებზე 6 თვიდან 11 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები