ნათია თურნავა: ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ყველაფერი გაკეთდება, რომ სახმელეთო საზღვრები მალე გაიხსნას, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ლარის დასტაბილურებისთვის.

„ეროვნული ვალუტა ისეთი საკითხია, რომელიც ბიზნესსაც აწუხებს და ნებისმიერ ჩვენგანსაც. ეს საკითხი თითოეულის ჯიბეს ეხება. აქ არის ორგვარი მიდგომა, ერთი – მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ეროვნული ბანკია და ფინანსთა სამინისტროა ჩართული და რომელიც გამოიხატება მასტაბილიზირებელი ინტერვენციებით; მეორე – საშუალოვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა ჩართული. ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში, ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინების და არა გადინების წყარო, ეს არის მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარება, მათ შორის, ენერგეტიკაში, ეს არის ტურიზმის დროული აღდგენა. აქ ვამბობთ, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სახმელეთო საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა მალე შევძლოთ, ტურისტები შემოიტანენ უცხოურ ვალუტას, რაც მნიშვნელოვანია ფულად ბაზარზე ლარის დასტაბილურებისთვის“, – განაცხადა ნათია თურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები