თენგიზ ცერცვაძე: სამწუხაროდ, შეიძლება, მესამე ტალღას ვერ ავცდეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა სერიოზული სიგნალია, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღის რისკი გაჩნდეს.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების დაცვაა საჭირო.

„ბოლო 3 დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, დღეს იყო გარდაცვალების 5 შემთხვევა, მაგრამ 616 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 676 მაშინ, როდესაც 200-300 შემთხვევაზე მეტი არ იყო. ეს ძალიან სერიოზული სიგნალია, თუმცა ჯერ საგანგაშო არ არის. ეს ჯერ არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ ძალიან სერიოზული სიგნალია იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ მოვეგებით გონს, არ დავუბრუნდებით სიფრთხილის ზომებს, რომელიც გვქონდა, მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებები, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ არ ვცხოვრობთ ევროპისა და მსოფლიოს გარეთ, მათგან დამოუკიდებლად და თუ უკვე მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაიწყო ან ზოგან იწყება, სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება ვერ ავცდეთ მესამე ტალღას, თუ პირბადეების მასობრივ ტარებაზე არ გადავედით და სოციალურ დისტანცირებაზე, ამას რა მოჰყვება ყველამ ვიცით. ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები