ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, რეფერენდუმმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ჩაუყარა საფუძველი.

“დღეს 30 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

​დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც ამ ისტორიული მოვლენის მთავარი სულისჩამდგმელი იყო. სრულიად საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების განუხრელ ერთგულებას!”, – წერს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები