ჯაფარიძე: 5 პუნქტიდან 3-ზე მაინც ვიძახდით, რომ პრობლემა არაა, “ოცნებისთვის” არცერთი იყო მისაღები

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც წინა რაუნდზე და მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც ქართული ოცნებისთვის მისაღები იქნებოდა.

მისი თქმით, ოპოზიციას 3 პუნქტზე პრობლემა არ ჰქონდა, მაშინ, როცა მმართველი პარტიისთვის არცერთი არ იყო მისაღები.

“პროცესი, პრინციპში, ზუსტად ისე განვითარდა, როგორც წინა მოლაპარაკებების რაუნდის დროს. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა ქართული ოცნებისთვის. გასაგებია, რომ იქ იყო ორი პუნქტი, რომელიც პრობლემური იყო ოპოზიციისთვის, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა.

თუმცა მაგის გარდა იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო ოპოზიციისთვის პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ იმ პუნქტებთან მიმართებაშიც კი, ქართული ოცნება არ იყო მზად, რომ ხელი მოეწერა და იმ პუნქტებზე მაინც დათანხმებულიყო. ჩვენ 5 პუნქტიდან 3 პუნქტზე მაინც ვიძახდით, რომ ამაზე პრობლემა არა გვაქვს, იმიტომ, რომ არ იყო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ოცნებისთვის არცერთი პუნქტი არ იყო, არა”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები