შეთანხმება ვერ შედგა

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს… ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს…

დანიელსონი ქვეყანაში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს,ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა.

დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, საქართველოში თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი იმყოფებოდა. ქვეყანაში ის 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები