არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას

“საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Twitter-ში წერს.

მისი თქმით, მმართველი ძალა მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

„საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას. შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები