ბერლინის კლინიკებმა 55 წელს ქვემოთ თანამშრომელი ქალების AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა შეაჩერეს

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა “შარიტე”-მ, ასევე, კლინიკა Vivantes-მა 55 წელს ქვემოთ თანამშრომელი ქალების AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა “შემდგომ შეტყობინებამდე” შეაჩერეს.

როგორც კლინიკა “შარიტე-“ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მანუელა ცინგლმა განაცხადა, “შარიტე”-ს ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან გერმანიაში ახალი ცნობები გაჩნდა ქალებში თრომბოზის წარმოქმნის შესახებ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ”.

მისივე თქმით, ამ დრომდე, Charite-ს კლინიკის არცერთ თანამშრომელს ვაქცინაციის შემდეგ არავითარი გართულებები არ ჰქონიათ, თუმცა, ხელმძღვანელობას სურს, მიიღოს ზომები და დაელოდოს საბოლოო შეფასებებს.

მარტის ბოლოსთვის “შარიტე”-ს კლინიკის 16 000 თანამშრომელმა მიიღო ვაქცინის პირველი ან ორივე დოზა.

ამავე შინაარსის განცხადება გაკეთდა კლინიკა Vivantes-ში, სადაც ასევე აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის შეჩერება პრევენციულ ზომას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები