ლალი ტურძელაძე: ანზორ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებულია – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ქართველი მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხალხური სიმღერების შემკრები – ანზორ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებულია.
ის მკურნალობის კურსს “პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში” გადის.
როგორც “კვირასთან” “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, ერქომაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი აპარატზეა შეერთებული.
ტურძელაძის თქმითვე, ანზორ ერქომაიშვილი “პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში” 19 მარტს შეიყვანეს.