ემეგობრება თუ არა რუსეთი საქართველოს – პესკოვის პასუხი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა “არგუმენტი ი ფაქტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც რუსეთი მეგობრობს.

მისი თქმით, მეგობარ ქვეყნებს შორის არის ჩინეთი, ინდოეთი, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები, რიგი ევროპული ქვეყანა, ასევე, აზია-წყნარიოკეანეს ქვეყნების უმრავლესობა.

გარდა ამისა, პესკოვის თქმით, რუსეთი მეგობრობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინის გარდა, ასევე, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით.

“დიდია ასეთი ურთიერთობა. ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთლიანი სივრცეა საქართველოს, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს დსთ-ის ქვეყნებთან, ევრაზიული კავშირის ქვეყნებთან გვაქვს გაღრმავებული ინტეგრაცია. ეს ლათინური ამერიკის ქვეყნებია, რომლებიც დიდი ინტერესს იჩენენ რუსეთთან ურთიერთობის დამყარებაში. ასევე რიგი ევროპული ქვეყანა”, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ “ბრიუსელთან ურთიერთობა არც ისე კარგად მიდის”, თუმცა, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან ორმხრივი დიალოგი გრძელდება.

პესკოვის თქმით, კარგი ურთიერთობაა ასევე აფრიკულ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის განვითარებაში არიან დაინტერესებული.

“მეგობრებზე საუბარი ალბათ უნდა დაგვეწყო ჩინეთიდან. ეს ინდოეთიც არის. და კიდევ შეგვიძლია ჩამოთვლა აზიასა და წყნარიოკეანეს რეგიონში, შესაძლოა, ავსტრალიის გამოკლებით”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები