რუსუდან კერვალიშვილი: მაქვს სინანულის განცდა, რადგან, ადამიანები გვენდნენ და დაზარალდნენ, ჩვენთან ერთად

“რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი – მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად”, – ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.

“რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი – მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია – ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები… ყველაფერი გადაეცა ინვესტორებს, რა ქონებაც არსებობს. შესაბამისად, გადაეცემათ ფული, ასევე, კომპანიიდან და მერიის დახმარებით. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად, სხვადასხვა კომპანია დაამთავრებს დასამთავრებელ მშენებლობას”, – განაცხადა კერვალიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები