საქართველოს საელჩო თურქეთში ამოქმედებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის ქალაქების ნაწილში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა კვლავ ამოქმედდება.

“თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ამსახველ რუკაზე წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში, კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს, ასევე, ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში,  21:00-05:00 საათებში.
ახალი რეგულაციების შესახებ საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08″, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები