“100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – ნათია თურნავა პრეზენტაციას დღეს გამართავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ფართოვდება პროგრამა – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”.
სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებული პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დღეს, 13:30 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გამართავს.
“ღონისძიებას ბიზნეს და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, 150-ზე მეტი ობიექტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები და სხვა”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.