საქართველოში დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყება

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრები დღეიდან დაიწყება. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

აიცრებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. საიტზე დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები