დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა – Agriteq 2021 გაიხსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა – Agriteq 2021 გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია 15 ქართული კომპანია: გურიელი, ნათსჯი, ჩიკორი, გეო ნატურალი, აგრითაჩი, ელექსირ საქართველო, ნუგბარი, რუხი 2, მაგრიტო, კამპა, მანნა, ბორჯომი, კულა, Georgia’ Natural და Kind&Noble. მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო კატარში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე 2021 წელს Agriteq 2021-ში ქართული კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს. Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებს 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. გამოფენაში მონაწილეობა წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას კატარში და ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. Agriteq 2021 წლის 27 მარტს დასრულდება.