ირაკლი კობახიძე: წინა ჯერზე, მოლაპარაკებები ოპოზიციის ჭარბად ხისტმა პოზიციებმა და ამბიციებმა ჩაშალა

“წინა ჯერზე, მოლაპარაკებები ოპოზიციის ჭარბად ხისტმა პოზიციებმა და ამბიციებმა ჩაშალა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას განსხვავებული მიდგომა თუ ექნება, შეთანხმება შესაძლებელი გახდება.

„თავის დროზე ოპოზიციას ჰქონდა ძალიან ხისტი პოზიცია. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდათ, ჩვენი ზედმეტად რბილი პოზიციების იმედი ჰქონდათ თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მათ ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიციები და ამბიციები და ამან მოლაპარაკებები ჩაშალა, წინა ჯერზე. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა, შეთანხმება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები