ნიკოლოზ სამხარაძე: გახარია უმრავლესობის ყველა წევრს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტი უნდა მოხსნოდა
“გახარია უმრავლესობის ყველა წევრს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიას იმუნიტეტი უნდა მოხსნოდა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას მხრიდან პოზიციის შეცვლა და გადადგომა მოულოდნელი იყო.
“გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა, ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად.
შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ, იმ დღესაც ვთქვი, როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა ჩვენ, ყველას, რომ იმუნიტეტის მოხსნა იყო აუცილებელი,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.