ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტები წელს 20%-ით ნაკლებ ფასად დაისვენებენ

რუსეთის ტუროპერატორები პროგნოზირებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება წელს 20%-ით იაფი იქნება და ადლერსა და ყირიმში დასვენებაზე 25%-ით ნაკლები დაჯდება.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის პორტალზე ნათქვამია, რომ 31 მარტს წინასწარი ჯავშნების აქცია მთავრდება და ზაფხულის სეზონის დასვენების საგზურების 30-40% უკვე გაყიდულია.

ამასთანავე, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მიმართულებით დაჯავშნა აპრილშიც გაგრძელდება, რაც იქნება განპირობებული იმით, რომ გასვლითი მიმართულებებია შეზღუდული, ასევე, კრასნოდარის მხარესა და ანექსირებულ ყირიმთან შედარებით, ამ მიმართულებაზე ფასები გაცილებით იაფია.

“ალეანში” აცხადებენ, რომ, ჯამურად, აფხაზეთის მიმართულებაზე მოთხოვნა 15%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები