ირაკლი ღარიბაშვილი: არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს გახარია, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკური გეგმების შეფასებას, ჯერჯერობით, არ აპირებს.
მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს ყოფილი პრემიერი.
“გახარიასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია, გავაკეთო. გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს, 8 წლის განმავლობაში, ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერმინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს… ჯერ დაელოდეთ, ჯერ მოვუსმინოთ კაცს, რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ გეტყვით ჩვენს შეფასებებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.