გახდება თუ არა კოვიდ19-ის განვითარების შემდგომი ეტაპი შინაური ცხოველების ინფიცირება – მეცნიერების განმარტება

“ეპიდემიის შემდეგი ეტაპია სოფლის მეურნეობისა და შინაური ცხოველების დაინფიცირება”, – აცხადებს რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ალექსანდრე გინსბურგი.

”კორონავირუსს საკუთარი პათოგენური პოტენციალის რეალიზება ჯერ არ დაუსრულებია. მაშინ, როდესაც ერთი წლის თავზე, კარგი ვაქცინების დახმარებით, დავიცავთ კაცობრიობას, ამ დროისთვის შინაური ცხოველები დაინფიცირდებიან და, ბუნებრივია, რომ არავინ აპირებს საყვარელი შინაური ცხოველების მოშორებას. ამიტომ, ამ პათოგენის კერები მუდმივად იქნება ჩვენ გარშემო, ამასთან, მისი ევოლუციაც მოხდება”, – აღნიშნა მეცნიერმა.

აკადემიკოსის თქმით, კაცობრიობა მზად უნდა იყოს COVID-19- ის პათოგენთან გრძელვადიანი თანაცხოვრებისთვის, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე საშიში ვირუსია.

გინსბურგის თქმით, აივ ინფექციაც კი არ არის ასეთი საშიში, მიუხედავად იმისა, რომ იგი განსაკუთრებული ვირუსია, მაგრამ არ გამოირჩევა როგორც ადამიანების, ისე – ძუძუმწოვრების უჯრედების დაზიანების ასეთი ფართო სპექტრით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები