ლაშა დამენია: კომპრომისი მხოლოდ იმ საკითხზე შეიძლება, იქნას მიღწეული, სადაც საუბარია გზებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვადამდელი არჩევნები

“ევროპული საქართველოს” წევრი, ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არჩევნების ტოტალურად გაყალბების გამო შეიქმნა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

“გასათვალისწინებელი იქნება, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, ის პრინციპული საკითხები კვლავ უცვლელი რჩება, ესენია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს კრიზისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამ პირობებში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნება. კომპრომისი მხოლოდ იმ საკითხზე შეიძლება, იქნას მიღწეული, სადაც საუბარია გზებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვადამდელი არჩევნები”, – განაცხადა დამენიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები